ითამაშებს თუ არა რონალდუ ფულჰემთან შეხვედრაში? – ტენ ჰაგის პასუხი

,,მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს, ჰკითხეს, ჩაატარებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ,,ფულჰემთან” შეხვედრას:

,,არ შემიძლია, გარანტირებულად ვთქვა, რომ რონალდუ ,,ფულჰემთან” მატჩში ითამაშებს. მან ,,ასტონ ვილასთან” ინგლისის ლიგის თასის შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა. თუმცა, შეიძლება, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ამიტომ, დიდი ალბათობით, კვირას კრიშტიანუ გუნდთან ერთად იქნება,” – განაცხადა ტენ ჰაგმა.

პრემიერლიგის მე-16 ტურში ,,ფულჰემი” ,,მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს. მატჩი დღეს, 20:30 საათზეა ჩანიშნული.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების” მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ითამაშებს თუ არა რონალდუ ფულჰემთან შეხვედრაში? – ტენ ჰაგის პასუხი

სტატიის ავტორი
-