იუნაიტედი დე იონგის სანაცვლოდ ბარსელონას 85 მილიონს უხდის

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრენკი დე იონგს “ბარსელონას” დატოვება და კარიერის “იუნაიტედში” გაგრძლება არ სურს. მიუხედავად ამისა, კლუბები ერთმანეთთან მოლაპარაკებას აგრძელებენ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მანჩესტერელები ნიდერლანდელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 65 მილიონის გადახდას აპირებენ, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა 20 მილიონი დაემატოს. მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, “იუნაიტედი” ფრენკისთანაც შეეცდება მოლაპარაკებას.

როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონას” ფინანსური პრობლემები ისევ აქვს. გუნდს დე იონგის სანაცვლოდ მიღებული თანხა მდგომარეობის გამოსასწორებლად სჭირდება. გარდა ამისა, “იუნაიტედი” დე იონგისთვის კარგად ნაცნობმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰააგმა ჩაიბარა.

იუნაიტედი დე იონგის სანაცვლოდ ბარსელონას 85 მილიონს უხდის

სტატიის ავტორი
-