იუნაიტედს იგალოს და სლიმანის იჯარით აყვანა სურს

მარკუს რაშფორდის ტრავმის შემდეგ “ეშმაკებში” თავდამსხმელის პრობლემა გაჩნდა. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “იუნაიტედს” კარლოს ტევესის დაბრუნება სურს. დღეს კი Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია რომ სოლსკიაერს ოდიონ იგალოს და ისლამ სლიმანის იჯარით დამატება სურს.

“უოტფორდის” ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ჩინეთში “შანჰაი შენჰუაში” ასპარეზობს და კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

რაც შეეხება სლიმანის, ალჟირელი ფეხბურთელი ამჟამად “ლესტერიდან” “მონაკოში” არის განათხოვრებული.

იუნაიტედს იგალოს და სლიმანის იჯარით აყვანა სურს

სტატიის ავტორი
-