იურგენ კლოპი: „მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს, მე პრემიერლიგის მოგება მინდა“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განცხადებით, მას პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე პოზიცია ნამდვილად არ დააკმაყოფილებს.

„არ მინდა, ვინმემ 10-20 წლის შემდეგ თქვას, რომ გუნდმა კლოპთან ერთად ტიტულები ვერ მოიგო. „ლივერპულს“ შესანიშნავი პერიოდი აქვს, თუმცა სხვა გუნდებმაც დიდი პროგრესი განიცადეს, რაც საქმეს გვირთულებს.

სპორტის არაერთ სახეობაში ასეთი მიდგომა არსებობს – თუკი მეორე ადგილზე გახვალ, შენ ვერცხლის მედლით გაჯილდოებენ. ფეხბურთში მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს. მე მთელ ცოდნას, საფეხბურთო ვნებას და გამოცდილებას მთლიანად „ლივერპულს“ ვუძღვნი და მჯერა რომ გუნდი პრემიერლიგის თასს აღმართავს,“ განაცხადა იურგენ კლოპმა.

იურგენ კლოპი: „მეორე ადგილი არაფერს ნიშნავს, მე პრემიერლიგის მოგება მინდა“

სტატიის ავტორი
-