იუვენტუსი ლოკატელის შეძენით ინტერესდება

ტურინის “იუვენტუსსა” და “სასუოლოს” შორის მანუელ ლოკატელის ტრანსფერის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ლოკატელი “ბიანკონერის” მაისურს მოირგებს.

23 წლის ნახევარმცველმა EURO 2020-ის ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურში გაიბრწყინა და 3 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც ტურინული გრანდის ყურადღება მიიპყრო. წყაროს მტკიცებით, “სასუოლო” ლოკატელის სანაცვლოდ £34 მილიონს ითხოვს. Sky Italy მოვლენების სხვაგვარ განვითარებასაც განიხილავს – არაა გამორიცხული, ლოკატელის სანაცვლოდ “ბიანკონერიმ” “სასუოლოს” თანხასთან ერთად რომელიმე ფეხბურთელიც შესთავაზოს.

იუვენტუსი ლოკატელის შეძენით ინტერესდება

სტატიის ავტორი
-