იუვენტუსი სამ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის “იუვენტუსში” რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელი ირიცხება. კლუბმა გადაწყვიტა, რომ მათ კონტრაქტები გაუხანგრძლივოს.

“კორიერე დი ტორინოზე” დაყრდნობით ვიგებთ, რომ საქმე ჯორჯო კიელინის, ბლეზ მატუიდის და ჯანლუიჯი ბუფონს ეხება.

სამივე მათგანს კონტრაქტი, მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. კლუბმა კი გადაწყვიტა, რომ მათ კიდევ 1 წლით მიცენ “იუვენტუსში” თამაშის საშუალება.

ეს ფაქტი საკმაოდ გაამხნევებს ბლეზ მატუიდის, რადგან, როგორც ცნობილია ფრანგს კორონავირუსი აქვს და ახლა მკურნალობის პროცესშია.

იუვენტუსი სამ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

სტატიის ავტორი
-