იუვენტუსმა ალიანცთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

ტურინის “იუვენტუსმა” ალიანცთან ხელშეკრულება 2030 წლამდე გაახანგრძლივა. განახლებული პირობების თანახმად, “ბიანკონერი” მომდევნო 10 წლის მანძილზე 103.1 მილიონ ევროს მიიღებს – ტურინული გრანდის საშინაო სტადიონის სახელი კი 2030 წლის 30 ივნისამდე კვლავ “ალიანც არენა” იქნება.

ალიანცთან გახანგრძლივებული კონტრაქტის თაობაზე, “იუვენტუსის” შემოსავლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ჯორჯო რიკიმ განაცხადა: “მოხარული ვართ ალიანცთან ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებით. ალიანცი სპორტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბრენდია.”

იუვენტუსმა ალიანცთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

სტატიის ავტორი
-