Jaguar XK120 – დევიდ ბექჰემმა შვილს ძვირადღირებული საქორწინო საჩუქარი გაუკეთა

დევიდ ბექჰემმა შვილს – ბრუკლინსა და ნიკოლ პელტცს ძვირადრირებული საქორწინო საჩუქარი გაუკეთა. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბექჰემმა ახალდაქორწინებულ წყვილს კლასიკური Jaguar XK120 აჩუქა, რომლის ღირებულება $500,000 შეადგენს.

მოდერნიზებულ Jaguar XK120-ს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და იგი ორი ელექტრო ძრავით აღიჭურვა. კლასიკურ ავტომობილში გათანამედროვებულია ელექტრონიკა, დამატებულია თანამედროვე კრუიზკონტროლი და მულტიმედია სისტემა.

Jaguar XK120 – დევიდ ბექჰემმა შვილს ძვირადღირებული საქორწინო საჩუქარი გაუკეთა

სტატიის ავტორი
-