ჯანო ანანიძეს სპარტაკთან თამაში აუკრძალეს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ “კრილია სოვეტოვში” სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ჯანო სამარული კლუბის წევრი ოფიციალურად გახდა და 10 ნომერიან მაისურს მოირგებს. “სპარტაკმა” ქართველი ფეხბურთელი “კრილიაში” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. ხელშეკრულების მიხედვით, ანანიძეს “სპარტაკის” წინააღმდეგ თამაში ეკრძალება.

“კრილია სოვეტოვი” შეკრებაზე დღეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა და ანანიძეც გუნდთან ერთად არის.

“კრილია სოვეტოვის” მთავარი მწვრთნელი, მიოდრგ ბოჟოვიჩი ანანიძის თავკაცი 2013-14 წლებში “როსტოვში” იყო.

ჯანო ანანიძეს სპარტაკთან თამაში აუკრძალეს

სტატიის ავტორი
-