ჯილარდინო კარიერის დასრულებას აპირებს

იტალიური მედიის თანახმად, იტალიელი თავდამსხმელი, ალბერტო ჯილარდინო კარიერის დასრულებას აპირებს – 36 წლის ფორვარდმა UEFA-ს A და B ტიპის სამწვრთნელო ლიცენზიები აიღო და სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

“მილანის” ყოფილი თავდამსხმელი ბოლოს “სპეციაში” თამაშობდა, თუმცა ამჟამად უგუნდოდ იმყოფება.

სეარი ა-ს 514 მატჩში ჯილარდინომ 188 გოლი გაიტანა და 47 საგოლე პასი გააკეთა.

 

ჯილარდინო კარიერის დასრულებას აპირებს

სტატიის ავტორი
-