ჯოვანი რეინას დებიუტი ძირითად შემადგენლობაში არ შედგა

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე “დორტმუნდის ბორუსიას” ძირითად შემადგენლობაში 17 წლის ჯოვანი რეინა ფიქსირდებოდა და ეს მისთვის დებიუტი იქნებოდა.

აქამდე რეინას “ბორუსიას” რიგებში, ბუნდესლიგის ეგიდით 8 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ არცერთი ძირითად შემადგენლობაში.

“ბორუსიას” ოფიციალური ტვიტერის გვერდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მატჩის წინა გახურების დროს ამერიკელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და სწორედ ამიტომ ვერ გავიდა რეინა მოედანზე.

ჯოვანი ტორგან აზარმა ჩაანაცვლა.

ჯოვანი რეინას დებიუტი ძირითად შემადგენლობაში არ შედგა

სტატიის ავტორი
-