ჯუნტოლი ალეგრისთან იუვენტუსის მთავარ სატრანსფერო სამიზნეებზე შეთანხმდა

,,იუვენტუსის” ახალი სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, გუნდში ორი ფეხბურთელის მიყვანას გეგმავს.

ჯუნტოლი და ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი შეთანხმდნენ, რომ ,,ბებერი ქალბატონების” მთავარი სატრანსფერო სამიზნეები სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) და დომენიკო ბერარდი (სასუოლო) იქნებიან.

მილინკოვიჩ-სავიჩმა გასულ სეზონში 47 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბერარდის ანგარიშზე კი ,,სასუოლოს” მაისურით გამართულ 27 მატჩში 13 გოლი და 7 ასისტი იყო.

ჯუნტოლი ალეგრისთან იუვენტუსის მთავარ სატრანსფერო სამიზნეებზე შეთანხმდა

სტატიის ავტორი
-