კალენდარი ცნობილია – საქართველო შესარჩევ ეტაპს შვედეთით იწყებს

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგად, საქართველო B ჯგუფში, ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებებთან მოხვდა.

FIFA-მ დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარიც დაამტკიცა. ოფიციალური ინფორმაციით, “ჯვაროსნები” პირველ თამაშს სტუმრად, 25 მარტს, შვედეთის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 3 დღეში შინ ესპანეთს მიიღებენ.

სრული კალენდარი ასე გამოიყურება: 

I ტური, 25 მარტი | შვედეთი – საქართველო

II ტური, 28 მარტი | საქართველო – ესპანეთი

III ტური, 31 მარტი | საბერძნეთი – საქართველო

IV ტური, 2 სექტემბერი | საქართველო – კოსოვო

V ტური, 5 სექტემბერი | ესპანეთი – საქართველო

VI ტური, 9 ოქტომბერი | საქართველო – საბერძნეთი

VII ტური, 12 ოქტომბერი | კოსოვო – საქართველო

VIII ტური, 11 ნოემბერი | საქართველო – შვედეთი

 

კალენდარი ცნობილია – საქართველო შესარჩევ ეტაპს შვედეთით იწყებს

სტატიის ავტორი
-