Live.ge მანჩესტერის პრესცენტრს ესაუბრა – “ახალი მწვრთნელის ვინაობას მომდევნო კვირას გაიგებთ”

ჟოზე მოურინიოს პოსტიდან გათავისუფლებას, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ვინაობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა და ჭორი მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით Live.ge “მანჩესტერ იუნაიტედის” პრესცენტრს დაუკავშირდა და ოფიციალური ინფორმაცია მიიღო.

-ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტს ზინედინ ზიდანი დაიკავებს. შეგიძლიათ თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება?

-ამ ეტაპზე სპეკულაციებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. როგორც ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში კითხულობთ, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აღარ არის.

-შეგიძლიათ გვითხრათ, თუ როდის გავიგებთ ახალი მწვრთნელის ვინაობას?

-ჯერჯერობით ზუსტად არ შეგვიძლია თქმა, შესაძლოა ეს იყოს მომდევნო კვირაში. ამ ეტაპზე, ჩვენ მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებული.

 

Live.ge მანჩესტერის პრესცენტრს ესაუბრა – “ახალი მწვრთნელის ვინაობას მომდევნო კვირას გაიგებთ”

სტატიის ავტორი
-