კამავინგამ ნკუნკუ დააზიანა | 25 წლის ფორვარდი მუნდიალს გამოტოვებს VIDEO

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, მუნდიალს გამოტოვებს.

ახალგაზრდა ფორვარდს დაზიანება მისმა თანაგუნდელმა ედუარდ კამავინგამ მიაყენა, რომელიც ნკუნკუსთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

25 წლის ფეხბურთელმა “ლაიფციგის” რიგებში კარგი სეზონი ჩაატარა. ფრანგმა ბუნდესლიგის 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

კრისტოფერის დებიუტი ნაკრებში ამ წლის დასაწყისში შედგა, მას “ლე ბლეში” სულ რვა მატჩი აქვს ჩატარებული.

დიდიე დეშამს მსოფლიო ჩემპიონატისთვის არაერთი მოთამაშე დააკლდა. ყატარში მის გუნდს ნგოლო კანტე, პოლ პოგბა, პრენსელ კიმპემბე და ახლა უკვე ნკუნკუც ვეღარ დაეხმარება. ამ უკანასკნელის ნაცვლად, დეშამმა “აინტრახტის” თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი გამოიძახა.

https://twitter.com/eintracht_eng/status/1592792850408038400?ref_src=twsrc%5Egoogle%7Ctwcamp%5Eserp%7Ctwgr%5Etweet&fbclid=IwAR1bbV_7ewrMsPUdt56BiqRTJWyTaP8JaAf7ZjmPW7T00CFEEE_shIryHLA

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. დეშამის გუნდი პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს, ავსტრალიიის წინააღმდეგ გამართავს.

კამავინგამ ნკუნკუ დააზიანა | 25 წლის ფორვარდი მუნდიალს გამოტოვებს VIDEO

სტატიის ავტორი
-