კაფუ: ,,დანი ალვეში ჩემზე უკეთესია”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კაფუმ, დანი ალვეშზე ისაუბრა, რომელიც ახლახან კატალონიის ,,ბარსელონაში” დაბრუნდა:

,,ასაკის მიუხედავად, ალვეში მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებშია და აქვს შესაძლებლობა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშოს.

დანი ჩემზე უკეთესია და საკუთარი გამოცდილებით ბარსელონას ძალიან ბევრს მისცემს, კატალონიელებისთვის ეს შესანიშნავი ტრანსფერი იქნება,” – კაფუს სიტყვებს Sport.es-ი ციტირებს.


დანი ალვეშმა ,,ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ბრაზილიელი კატალონიურ გუნდში 2008-2016 წლებში თამაშობდა.

კაფუ: ,,დანი ალვეში ჩემზე უკეთესია”

სტატიის ავტორი
-