კარიერაში პირველად – ლუის სუარესი ურუგვაის ჩემპიონია!

ურუგვაის ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში, “ნასიონალისა” და “ლივერპულის” დაპირისპირება შედგა.

საჩემპიონო მატჩი “ნასიონალის” გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. 35 წლის ლუის სუარესმა კი დუბლით შეძლო თავის გამოჩენა და “ნასიონალის” ტრიუმფში ლომის წილი დაიდო.

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, სუარესი პირველად გახდა ურუგვაის ჩემპიონი – “ნასიონალმა” კი 49-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

კარიერაში პირველად – ლუის სუარესი ურუგვაის ჩემპიონია!

სტატიის ავტორი
-