ქარიმ ბენზემა ალ იტიჰადის ფეხბურთელია

ქარიმ ბენზემა კარიერას ,,ალ იტიჰადში” გააგრძელებს. ინფორმაციას არაბული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

35 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ფეხბურთელის ანაზღაურება სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება.

ბენზემა ,,რეალში”, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა, 2009 წელს, 21 წლის ასაკაში გადავიდა. 14 სეზონის განმავლობაში მან 25 ტიტული მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. კარიმი ,,რეალის” ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (647) მეხუთე, გატანილი გოლების რაოდენობით (353) კი მეორე ფეხბურთელია.

,,ალ იტიჰადი” საუდის არაბეთის მოქმედი ჩემპიონია. გუნდს ეროვნული ჩემპიონატი სულ ცხრაჯერ აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ ,,ალ ჰილალს” ჩამორჩება.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1666145995409829888

ქარიმ ბენზემა ალ იტიჰადის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-