UEFA-მ, 2021/2022 წლების სეზონის, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ – კარიმ ბენზემა დაასახელა.
🥇 UEFA’s Technical Observer panel have named Real Madrid’s Karim Benzema as the 2021/22 UEFA Champions League Player of the Season 👏👏👏@Benzema | #UCL
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) May 31, 2022
კარიმ ბენზემა “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ასევე მან ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში, 15 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით პირველი ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში, მადრიდის “რეალის” ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფში, ფრანგ ფეხბურთელს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარიმ ბენზემამ ეს აღიარება კარიერაში პირველად მოიპოვა.