კარლოს ალბერტო: “მოურინიომ ბრაზილიის ნაკრებში ასისტენტობა მთხოვა…”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “პორტუ”-ს ყოფილმა ფეხბურთელმა – კარლოს ალბერტომ, ჟოზე მოურინიოს ბრაზილიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.

“დროა საიდუმლო დავარღვიო და ხალხს ვაცნობო, რომ ჟოზე მოურინიო, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობისთვის ბრძოლაში პირველ ადგილზეა და ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია. ამისათვის კი საჭირო მხოლოდ ხელის მოწერაა, რომ ჟოზემ “სელეისაო” ჩაიბაროს.

მან დამირეკა და როგორც მის მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელს, ბრაზილიის ნაკრებში მის ასისტენტად მუშაობდა შემომთავაზა”.

კარლოს ალბერტო: "მოურინიომ ბრაზილიის ნაკრებში ასისტენტობა მთხოვა..." 1
კარლოს ალბერტო და ჟოზე მოურინიო, 2004 წელი.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალბერტო და ჟოზე მოურინიო ერთად 2004 წელს, “პორტუში” მუშაობდნენ, სადაც ჟოზე მოურინიო კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო, ალბერტო კი ფეხბურთელი, რომელმაც 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანაც შეძლო.

ასევე შეგახსენებთ, რომ მუნდიალზე, ხორვატიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ტიტემ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მას შემდეგ კი “სელეიოსაოს” გაწვრთვნისთვის არაერთმა მწვრთნელმა გამოთქვა სურვილი.

კარლოს ალბერტო: “მოურინიომ ბრაზილიის ნაკრებში ასისტენტობა მთხოვა…”

სტატიის ავტორი
-