კარვახალი მალიორკასთან შეხვედრას გამოტოვებს

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი ლა ლიგის შემდეგ ტურში, მალიორკას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ეს გადაწყვეტილება “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის მიღებულია, რომელიც 27 წლის ესპანელის დასვენებას ჩემპიონთა ლიგაში “გალათასარაისთან” გასამართი შეხვედრისთვის აპირებს.

ამ სეზონში კარვახალმაბლანკოსების” 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

კარვახალი მალიორკასთან შეხვედრას გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-