კაშია, კანკავა და ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე, “სლოვანთან” ერთად სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის, საჩემპიონო ჯგუფში, “ბისტრიცასა” და “სლოვანის” დაპირისპირება შედგა – ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად მოსაპოვებლად, “სლოვანს” მხოლოდ ქულის მოპოვება ესაჭიროებოდა, თუმცა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:2 გაიმარჯვა.

მატჩში შეუცვლელად იასპარეზა ჯაბა კანკავამ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ კანკავა და კაშია ზედიზედ მეორედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები, გიორგი ჩაკვეტაძემ კი პირველი ტიტული მოიპოვა.

კაშია, კანკავა და ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

სტატიის ავტორი
-