ხავი: ,,დეპაის წასვლის შემდეგ, ვფიქრობ, თავდამსხმელის გაფორმება დაგვჭირდება”

,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, განაცხადა, რომ გუნდიდან მემფის დეპაის წასვლის შემდეგ, კატალონიელებს შეტევის გაძლიერება სჭირდებათ:

,,არ ვიცი, ექნება თუ არა ჩვენს გუნდს ტრანსფერები, მაგრამ დეპაის წასვლის შემდეგ, ვფიქრობ, თავდამსხმელის გაფორმება დაგვჭირდება.

ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება,” – ხავის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მემფის დეპაიმ ,,ატლეტიკოსთან” 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში ნიდერლანდელის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი იყო.

ლა ლიგის 16 ტურის შემდეგ ,,ბარსელონა” 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,რეალს” 3 ქულით უსწრებს.

ხავი: ,,დეპაის წასვლის შემდეგ, ვფიქრობ, თავდამსხმელის გაფორმება დაგვჭირდება”

სტატიის ავტორი
-