ხავიერ ტებასი: “მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია”

“ლა ლიგის” პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ლიონელ მესიზე ისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

“ლა ლიგამ” დაარსების 90-ე იუბილე აღნიშნა. საღამოზე ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.

ღონისძიებას არ დასწრებია “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი.

არგენტინელზე კომენტარი გააკეთა “ლა ლიგის” პრეზიდენტმა. ხავიერ ტებასმა აღნიშნა, რომ მესი ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

“არ ვფიქრობ, რომ მესი “ბარსელონას” დატოვებს. ის ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და დიდ პატივისცემას იმსახურებს. არასდროს იქნება ვინმე მისი მსგავსი” – განაცხადა ტებასმა.

ხავიერ ტებასი: “მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია”

სტატიის ავტორი
-