“ხელიდან დიდი შესაძლებლობა გავუშვით”,- კუმანი კადისთან ფრის შემდეგ

ლალიგის 24-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “კადისს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

“ბარსელონა” 32-ე წუთზე ლეო მესის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა, “კადისმა” თამაშის გადარჩენა მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე შეძლო.

მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა “კადისთან” დაკარგული 2 ქულის გამო იმედგაცრუება ვერ დამალა.

” გულდასაწყვეტია, ხელიდან დიდი შესაძლებლობა გავუშვით, მას შემდეგ, რაც “ატლეტიკო” დამარცხდა, ჩამორჩენის შემცირება შეგვეძლო. ეს დიდი იმედგაცრუებაა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩის შემდეგ ვიყავი. ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა”.

” არ მიყვარს მოთამაშეების ინდივიდუალურად დადანაშაულება, შეტევაში დასახული ამოცანა ვერ შევასრულეთ, დაცვაშიც სხვანაირად უნდა ვთამაშობდეთ”.

” პრობლემა ის იყო, რომ ანგარიშში სხვაობა მინიმალური იყო და “კადისს” ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ანგარიში გაეთანაბრებინა, ასე მოხდა კიდეც”.

” ბოლო წუთებში ჩვენ მათ ანგარიშის გათანაბრების შანსი დავუტოვეთ. თუ მეორე გოლს არ გაიტან და თამაშს არ მოკლავ, მეტოქემ ყოველთვის შეიძლება გაგითანაბროს”.

” ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მიზეზბი, რის გამოც მატჩი ვერ მოვიგეთ, ასეთ შეხვედრებში ყოველთვის გამარჯვება გვამრთებს”.

ლალიგის მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” 23 ჩატარებულ შეხვედრაში 47 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. კატალონიელები ლიდერ “ატლეტიკოს” 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სიმეონეს გუნდს მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

“ხელიდან დიდი შესაძლებლობა გავუშვით”,- კუმანი კადისთან ფრის შემდეგ

სტატიის ავტორი
-