“ბარსელონამ” 2019-20 წლების ფორმა წარადგინა, რომელიც ხორვატიის ნაკრების მაისურის სტილში არის გადაწყვეტილი.
ხორვატიის ნაკრები “ბარსელონას” ახალ ფორმას ხუმრობით გამოეხმაურა. “კარგი ცდა იყო, მაგრამ წითელ და თეთრ კუბიკებს ვერ აჯობებთ”.
🤔🧐😉 Nice try @FCBarcelona, but you can’t beat red-and-white checkers 🔴⚪️#Croatia pic.twitter.com/LTYKYpEZ8x
— HNS (@HNS_CFF) June 3, 2019
ხორვატებს არც თავიანთი თანამემამულე, ივან რაკიტიჩი დავიწყებიათ, რომელიც “ბარსელონას” ღირსებას იცავს. “დარწმუნებულები ვართ, რომ ივან რაკიტიჩს ეს ფორმა ნამდვილად მოეწონება”.
👕 Our new kit for the 2019/2020 season
💙❤ Talent takes different shapes pic.twitter.com/lhgAH8YX0F
— FC Barcelona (@FCBarcelona) June 3, 2019
“ბარსელონას” ისტორიაში კუბიკებიანი მაისური უპრეცენდენტოა. ეს მეორე სეზონი იქნება, როდესაც “ბლაუგრანას” ფორმაზე ვერტიკალური ლურჯი და წითელი ზოლები არ იქნება. აქამდე ერთადერთი გამონაკლისი 2015-16 წლების სეზონში იყო, როცა ზოლებს ჰორიზონტალური განლაგება ჰქონდა.