ხვიჩა კვარაცხელია რუბინს დაუბრუნდა

ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე კვირის წინ მიღებული ტრავმა მოირჩინა. ქართველი ფეხბურთელი “რუბინს” დაუბრუნდა და ყაზანელებთან ერთად მალე სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

როგორც იცით, 20 წლის ვინგერმა მცირე დაზიანება რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, “კრილია სოვეტოვთან” მატჩში მიიღო. ამის გამო ხვიჩა საქართველოს ნაკრებს სექტემბრის თამაშებში ვერ დაეხმარა.

მიუხედავად არაერთი გუნდის ინტერესისა, კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არსად გადავიდა. ის “რუბინში” მინიმუმ იანვრამდე ითამაშებს.

ახალ სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 4 მატჩში 1 გოლია.

ხვიჩა კვარაცხელია რუბინს დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-