ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

პოპულარული გამოცემა Opta-ს რუსულმა ვერსიამ, რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

სხვა გამოცემებისგან განსხვავებით, Opta-მ ქართველი ფეხბურთელის გარჯა დააფასა და საუკეთესო თერთმეტეულში ისეთ მოთამაშეებთან ერთად შეიყვანა, როგორებიც არტიომ ძიუბა, გრეგორ კრიხოვიაკი და სხვები არიან.

მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის “რუბინმა” 30 ტურში 53 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

სტატიის ავტორი
-