ხვიჩა კვარაცხელიამ კაირატთან მატჩში ტრავმა მიიღო 

საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინის” სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე დაშავდა.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე შეკრების ფარგლებში, 20 წლის ქართველმა ვინგერმა ალმაატისკაირატის” წინააღმდეგ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მე-11 წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, თუმცა პირველი ნახევრის დასრულებამდე მოედანი იძულებით დატოვა.

ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია 30-ე წუთზე შეცვალა, თუმცა როგორც რუსული პრესა წერს, ეს დაგეგმილი ცვლილება არ ყოფილა და ხვიჩამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს, თუმცა “რუბინის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ხვიჩამ შეცვლა თავად მოითხოვა.

კვარაცხელიას თურქულ შეკრებას ეფექტურად ატარებს, ქართველმა ამხანაგურ მატჩებში 6 გოლის გატანა მოახერხა, რუსეთის ჩემპიონატში კი მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ კაირატთან მატჩში ტრავმა მიიღო 

სტატიის ავტორი
-