ხვიჩა კვარაცხელიას სუპერმატჩი სპარტაკთან (სტატისტიკა)

რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში “რუბინმა” სტუმრად “სპარტაკი” 0:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ქართველმა ფეხბურთელმა 2021 წლის პირველ ოფიციალურ თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ხვიჩამ პირველი გოლისას ასისტი მიითვალა, მე-2 გოლში კი დიდი წვლილი შეიტანა.

მოსკოველებს 20 წლის ვინგერის შეჩერება მთელი მატჩის განმავლობაში უჭირდათ. “სპარტაკის” ფეხბურთელები კვარაცხელიას წინააღდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ და უხეშობის გამო 3 ყვითელი ბარათი მიიღეს. გარდა ამისა, ქართველმა ტალანტმა მატჩში 10-ზე მეტი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

რუბინის ფეხბურთელები მატჩის შემდეგ:

ხვიჩა კვარაცხელიას სუპერმატჩი სპარტაკთან (სტატისტიკა)

სტატიის ავტორი
-