კიკე სეტიენი: “რთულია, ასეთ ფეხბურთელებთან რამე გააწყო”

მადრიდის “რეალთან” წაგებული ელ კლასიკო (0:2) “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა შეაფასა.

“ზოგჯერ გამარჯვებას ვერ ახერხებ და ეს ნორმალურია. მათ კარგად ითამაშეს და შეგვავიწროვეს. ვცდილობდით ბურთი მალე გაგვეთამაშებინა, რათა მეტოქისთვის წარმატებული პრესინგის შესაძლებლობა არ მიგვეცა, მაგრამ რთულია ასეთი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ რამე გააწყო. მეორე ნახევარში რეალმა უპირატესობა მოიპოვა, შესაძლოა ეს ამ გუნდისთვის მახასიათებელია.

ლეო მესის დღეს საუკეთესო თამაში არ ჰქონდა, მართალია მის გარდა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, მაგრამ მართალია, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ მეტოქეს გამარჯვება მივულოცო”, – თქვა სეტიენმა.

იხილეთ მიმოხილვა: რეალი 2:0 ბარსელონა

კიკე სეტიენი: “რთულია, ასეთ ფეხბურთელებთან რამე გააწყო”

სტატიის ავტორი
-