,,კიკე, წადი!” – ვილიარეალის ფანები სეტიენის გათავისუფლებას ითხოვენ

,,ვილიარეალის” გულშემატკივრები გუნდის მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის მუშაობით უკმაყოფილონი არიან.

კვირას ,,ყვითელი წყალქვეშა ნავი” შინ ,,მალიორკასთან” დამარცხდა, რაც გუნდისთვის ზედიზედ მესამე წაგებაა. შეხვედრის ბოლო წუთებში ,,ვილიარეალის” გულშემატკივრები ,,კიკე, წადი-ს” სკანდირებდნენ.

,,მართალია, ხალხი გაბრაზდა და უკმაყოფილება გამოხატა, რადგან ეს თამაში უნდა მოგვეგო და არ გამოგვივიდა. ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის.

აქ მხოლოდ 8 დღეა ვართ, არც ისე ბევრი ვივარჯიშეთ, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო. გუნდი მოუმატებს, შესვენება ჩემთვის კარგია,” – განაცხადა სეტიენმა.

კიკე სეტიენი ,,ვილიარეალის” მთავარ მწვრთნელად 25 ოქტომბერს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა, 3-ში დამარცხდა, 1 კი ფრედ დასრულდა.


,,კიკე, წადი!'' - ვილიარეალის ფანები სეტიენის გათავისუფლებას ითხოვენ 1

,,კიკე, წადი!” – ვილიარეალის ფანები სეტიენის გათავისუფლებას ითხოვენ

სტატიის ავტორი
-