კლოპი ნაპოლისთან წაგებაზე: ,,ეს იყო ლივერპულის ყველაზე ცუდი თამაში მას შემდეგ, რაც ამ გუნდის მწვრთნელი გავხდი”

,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელა, იურგენ კლოპმა, ,,აიაქსთან” მატჩის წინ, ,,ნაპოლისთან” მარცხზე ისაუბრა:

,,ნაპოლისთან მატჩს ბევრჯერ ვუყურე და, სიმართლე გითხრათ, ნამდვილი საშინელება იყო. ეს იყო ,,ლივერპულის” ყველაზე ცუდი თამაში მას შემდეგ, რაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდი.

ყველას გვახსოვს ,,ასტონ ვილასთან” 2:7 წაგება და სხვა მატჩებიც, მაგრამ ,,ნაპოლისთან” არაფერი გამოგვივიდა. უნდა გავიგოთ, რატომ მოხდა ეს. ვფიქრობ, ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელმა ძალიან დაბალ დონეზე ითამაშა, სამმა კი საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა,” – კლოპის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ლივერპულს” 4:1 მოუგო.

ხვალ კლოპის გუნდი ამსტერდამის ,,აიაქსს” უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზეა ჩანიშნული.

კლოპი ნაპოლისთან წაგებაზე: ,,ეს იყო ლივერპულის ყველაზე ცუდი თამაში მას შემდეგ, რაც ამ გუნდის მწვრთნელი გავხდი”

სტატიის ავტორი
-