კლოპი: “როგორ ვაპირებ მესის შეჩერებას?”

როგორც მოგეხსენებათ, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

ჟურნალისტებმა ინგლისელთა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს “ლივერპული” მესის შეჩერებას: ”მადლობა ღმერთს, რომ ამაზე ფიქრისთვის საკმარისად დიდი დრო მაქვს.

ამის გაკეთება ჩემამდე ბევრმა სცადა, თუმცა გამარჯვებული არ მახსენდება,” – უპასუხა კლოპმა.

“ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის პირველი თამაში 1 მაისს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.

კლოპი: “როგორ ვაპირებ მესის შეჩერებას?”

სტატიის ავტორი
-