კლოპი: ,,ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენი მეტოქეები უფრო ძლიერები გახდნენ”

,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,ფულჰემთან” გასამართ მატჩის წინ, ,,მერსისაიდელების” მეტოქეებზე ისაუბრა:

,,ველი თუ არა მეტს ,,სიტისგან”, ,,არსელანისგან” და ,,ჩელსისგან”? რა თქმა უნდა, და იგივეს ,,მანჩესტერ იუნაიტედზე”, ,,ტოტენჰემსა” და ,,ნიუკასლზეც” ვიტყოდი. მიმაჩნია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის თითოეული მათგანი გაძლიერდა.

ჩვენ მეტი უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე და წინსვლა არ უნდა შევწყვიტოთ. გვსურს, რომ ბურთის ფლობის მხრივ დომინანტები ვიყოთ,” – კლოპის სიტყვებს ,,ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.


დღეს, პრემიერლიგის პირველ ტურში, ,,ლივერპული” ,,ფულჰემს” ესტუმრება. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

კლოპი: ,,ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩვენი მეტოქეები უფრო ძლიერები გახდნენ”

სტატიის ავტორი
-