კლუივერტმა დე იონგს ბარსელონა დაათვალიერებინა

კატალონიის “ბარსელონას”  ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა – პატრიკ კლუივერტმა, ახალგაზრდა თანამემამულეს – ფრენკი დე იონგს, რომელიც “ბარსელონაში” 1 ივლისიდან ითამაშებს, ქალაქი დაათვალიერებინა.

23 წლის ფრენკი დე იონგი ბოლო დღეებია ბარსელონაში იმყოფება და ნელ-ნელა ქალაქს ეგუება. ბარსელონას შესწავლაში ფრენკი დე იონგს პატრიკ კლუივერტი ეხმარება, რომელმაც თითქმის იგივე გზა გაიარა, რაც ფრენკი დე იონგმა  (“მილანიდან” “ბარსელონაში” 1998 წელს გადავიდა).

ფრენკი დე იონგმა, მისმა მეგობარმა გოგონამ, კლუივერტმა, მისმა ცოლმა და შვილმა, რომელიც “ბარსელონას” აკადემიაში ირიცხება საერთო ფოტო გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ახალგაზრდა ჰოლანდიელ ტალანტის სანაცვლოდ “აიაქსს” 75 მილიონი ევრო გადაუხადა.

 

View this post on Instagram

 

Welcome to Barcelona 🇪🇸🇳🇱⚽️#bienvenidoabarcelona #happy 😊

A post shared by Shane Kluivert (@shanekluivert) on

კლუივერტმა დე იონგს ბარსელონა დაათვალიერებინა

სტატიის ავტორი
-