კოკემ ბარსელონასთან მარცხი მსაჯებს დააბრალა?

ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” შინ “ატლეტიკო” 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ტაიმში მადრიდელთა ფორვარდმა, დიეგო კოშტამ წითელი ბარათი მიიღო.

“ატლეტიკოს” ფეხბურთელმა კოკემ მატჩის შემდეგ თანაგუნდელის გაძევებაზე ისაუბრა.

“რა უნდათ მსაჯებს? აშკარად რაღაც ხდება. კატალონიელებთან ჩატარებული უკანასკნელი 11 შეხვედრიდან 7-ში ვიღაც გაგვიგდეს. “ბარსელონა” პრაქტიკულად ლა ლიგის ჩემპიონია,” – თქვა კოკემ.

კოკემ ბარსელონასთან მარცხი მსაჯებს დააბრალა?

სტატიის ავტორი
-