კოლოსალური თანხა, რომელიც იოზილმა არაფრის კეთებაში გამოიმუშავა

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილს პრაქტიკულად არაფერი უკეთებია, მან კოლოსალური თანხა გამოიმუშავა. 2018 წლის იანვარში, გერმანელმა ვარსკვლავმა “არსენალთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი – კონტრაქტის პირობების თანახმად, იოზილი კვირაში 350.000 ფუნტს იღებს.

ამართლებს იოზილი მასზე გაცემულ ავანსებს? – “არსენალის” ფანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გერმანელის ადგილი ჩრდილო-ლონდონურ კლუბში აღარაა. პრემიერ ლიგის განახლების შემდეგ, “მანჩესტერ სიტიმ” “არსენალს” 3 უპასუხო გოლი გაუტანა – “ქალაქელებთან” მარცხის კვალდაკვალ, “მეთოფეები” “ბრაიტონთანაც” დამარცხდნენ (2:1) აღნიშნულ დაპირისპირებაში იოზილი სატადარიგოთა სკამზე იჯდა და მატჩში არ ჩართულა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში იოზილმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა – კვირაში 350.000 ფუნტის საპირწონედ, იოზილს პრაქტიკულად არაფერი უკეთებია. ტექნიკურად, იოზილმა გატანილ გოლში £15.75 მილიონი გამოიმუშავა, შესრულებულ საგოლე გადაცემაში კი £5.25 მილიონი მიიღო.

მიმდინარე სეზონში, თითოეულ შესრულებულ ვარდნაში “არსენალის” გერმანელმა ვარსკვლავმა £787.500 მიიღო. იოზილის პასი “არსენალს” £14.986 უჯდება. 2019/20 წლების სეზონში, იოზილმა 1968 წუთი დაჰყო მოედანზე. აღნიშნულიდან გამომდინარე იოზილი თამაშის დროს წუთში £8.692 იღებს, სათადარიგოთა სკამზე ჯდომაში კი წუთში £8.003 გამოიმუშავებს.

კოლოსალური თანხა, რომელიც იოზილმა არაფრის კეთებაში გამოიმუშავა

სტატიის ავტორი
-