კოპა ამერიკას ბრაზილია უმასპინძლებს

3 ივნისს მსოფლიოს საფეხბურთო აუდიტორიას ევროპის ჩემპიონატთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ტურნირის – კოპა ამერიკას ყურება შეეძლება.

ტურნირისათვის არგენტინას უნდა ემასპინძლა, თუმცა დაწყებამდე 2 კვირით ადრე ცნობილი ხდება, რომ არგენტინა ეპიდვითარებიდან გამომდინარე ვერ მოახერხებს ტურნირის მასპინძლობას.

არგენტინელების გადაწყვეტილება ოფიციალურია, შესაბამისად “კონმებოლი” ახალი გამოწვევის წინაშეა, რომ ახალი მასპინძელი ქვეყანა აარჩიოს.

მას შემდეგ რაც არგენტინაში ტურნირის ჩატარება ჩაიშალა, კოპა ამერიკას სავარაუდო მასპინძელი ქვეყნებად ამერიკა, ჩილე და პარაგვაი იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა კონმებოლის საბოლოო გადაწყვეტილება და არჩევანი ბრაზილიაზე შეჩერდა.

ამრიგად, კოპა ამერიკის წლევანდელ ასპარეზს ბრაზილია უმასპინძლებს.

 

კოპა ამერიკას ბრაზილია უმასპინძლებს

სტატიის ავტორი
-