კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ ერთდროულად 2 ფეხბურთელი დაასახელეს

კონმებოლის ტექნიკური ანალიზის ჯგუფმა კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად ერთდროულად 2 მოთამაშე დაასახელა. ინფორმაციას კონმებოლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

არჩევანი ლეო მესიზე და ნეიმარზე შეჩერდა. არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ბრაზილიელის ანგარიშზე კი 2 გოლი და 3 ასისტია.

,,მხოლოდ ერთი ფეხბურთელის არჩევა შეუძლებელია, რადგან ტურნირს 2 საუკეთესო მოთამაშე ჰყავს,” – წერია კონმებოლის საიტზე.

კოპა ამერიკის ფინალში ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი 11 ივლისს, 04:00 საათზეა ჩანიშნული.


კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ ერთდროულად 2 ფეხბურთელი დაასახელეს 1

კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშედ ერთდროულად 2 ფეხბურთელი დაასახელეს

სტატიის ავტორი
-