,,კორინთიანსის” პრეზიდენტმა, დუილიო მონტეირომ, განაცხადა, რომ მისი გუნდი მოლაპარაკებებს კრიშტიანუ რონალდუსთან მართავდა:
,,რონალდუს ისეთივე ხელფასი შევთავაზეთ, როგორიც ,,მანჩესტერ იუნაიტედში” ჰქონდა. კონტრაქტი ორწლიანი იქნებოდა.
ჟორჟე მენდეშთან რამდენიმეჯერ ვისაუბრე, თუმცა ,,ალ ნასრმა” კრიშტიანუს 20-ჯერ დიდი ხელფასი შესთავაზა.
როცა პირობებს განვიხილავდით , იმედი მქონდა, რომ არ დათანხმდებოდა… ვხუმრობ… ვფიქრობ, უნდა გვეცადა. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელები უნდა ვეძებოთ,” – მონტეიროს სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.
რონალდუმ ,,ალ ნასრთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.
,,მანჩესტერ იუნაიტედმა’’ კრიშტიანუსთან კონტრაქტი ნოემბერში გაწყვიტა, მანამდე 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკები’’ პირს მორგანთან ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა.