კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები: 

გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი – ჯაბა კანკავა,  გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი – გიორგი ქვილითაია. 

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

საქართველოსა და კოსოვოს მატჩი 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება და მას ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, მაყურებელი არ დაესწრება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-