კოვიდ-19-ით “სიტის” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაინფიცირდა

“მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ერიკ გარსიას კოვიდ-19 დაუდგინდა.

გარსია “სიტის” მე-6 ფეხბურთელი გახდა, რომელიც კოვიდ-19-ით დაინფიცირდა.

“მანჩესტერ სიტის მცველის ერიკ გარსიას ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითია”,- იუწყება კლუბი. 


 


ბოლო პერიოდში პრემიერ ლიგაში ძალიან მომრავლდა კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევები, რის გამოც რამდენიმე მატჩი გადაიდო კიდეც. სწორედ კოვიდ-19 -ის გამო გადაიდო ორშაბათს “ევერტონთან” გასამართი მატჩი.

ასევე გადაიდო კვირას გასამართი შეხვედრა “ბარნლისა” და “ფულემს” შორის.

კლუბის განცხადებაში ნათქვამია:

“ერიკ გარსია თვითიზოლაციაში იმყოფება პრემიერ ლიგისა და დიდი ბრიტანეთის კარანტინის პროტოკოლის დაცვით. კლუბი მოთამაშეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს”.

 

კოვიდ-19-ით “სიტის” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაინფიცირდა

სტატიის ავტორი
-