კრაიოვას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირებულია

ევროპა ლიგაზე თბილისის “ლოკომოტოვის” მეტოქე “უნივერსიტატეა კრაიოვიას” პრობლემა შეექმნა. გუნდის იტალიელი მთავარი მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

რუმინული მედიის ინფორმაციით, ტესტმა დადებითი შედეგი 5 აგვისტოს აჩვენა. “კრაიოვას” პრეზიდენტმა სორინ ჩარტუმ გუნდის ხელმძღვანელის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ კრისტიანო ბერგოდი თავიდან თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა ახლა ის უკეთესადაა და საავადმყოფოდან მალე გაწერენ.

ინფორმაცია არ ვრცელდება იმის შესახებ, გადაიყვანეს თუ არა “კრაიოვას” ფეხბურთელები კარანტინში. შეგახსენებთ, რომ 26/27 აგვისტოს “ლოკომოტივთან” სათამაშოდ ისინი თბილისში უნდა ჩამოვიდნენ.

რუმინელთა გუნდში ეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევაა. აქამდე “კრაიოვას” სტაფის წევრები დაინფიცირდნენ.

 

კრაიოვას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირებულია

სტატიის ავტორი
-