სასპონსორო თანხების დაკარგვის შედეგად, ფინანსური პრობლემების წინაშე “ლოკომოტივის” შემდეგ, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი კიდევ ერთი გუნდი დადგა – არსებული შემადგენლობის შენარჩუნების პრობლემა “თელავსაც” დაუდგა. როგორც კახური კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, გუნდმა ვერ შეძლო ფეხბურთელებთან ახალ კონტრაქტებზე შეთანხმება და აქედან გამომდინარე, თელაველთა რიგებს, მთავარი მწვრთნელის შემდეგ, წამყვანი მოთამაშეებიც ტოვებენ. პირველადი ცნობით, გუნდი მიხეილ ბაშელეიშვილმა, ირაკლი რუხაძემ, თორნიკე […]