კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის თასს გამოეთიშა

“ალ ნასრი” “ალ ვეჰდას” წინააღმდეგ დამარცხდა და არაბეთის მეფის თასს გამოეთიშა.

დიდია შანსი, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონი უტიტულოდ დაასრულოს. “ალ ნასრი” ყველა სათასო ტურნირს გამოეთიშა და ვერც საუდის არაბეთის პროფესიონალურ ლიგაში იკავებს პირველ ადგილს, სადაც ლიდერს სამი ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან უკმაყოფილო იყო. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გასახდელში შესვლისას 38 წლის შემტევი თანაგუნდელებს უყვიროდა.

https://twitter.com/vartatico/status/1650592825606545429

კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის თასს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-