კრიშტიანუ რონალდუ ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “რეალის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად “იუვენტუსის” ღირსებას იცავს ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს. “იუვენტუსის” მორიგ გამარჯვებაში კრიშტიანუ რონალდუმ ლომის წვლილი დაიდო.

იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის შეხვედრაში “სასუოლო” “იუვენტუსს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “სასუოლოს” კარში გატანილი მე-2 გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ამასთანავე, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 86-ე წუთზე ემრე ჯანს გაატანინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში (0:3) დაფიქსირდა.

“სასუოლოს” კარის აღების შემდეგ, რონალდუს “იუვენტუსის” მაისურით გატანილი 20 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 13 სეზონის მანძილზე, კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირზე მინიმუმ 20 გოლის გატანა შეძლო.

კრიშტიანუ რონალდუ ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს

სტატიის ავტორი
-