კრიშტიანუ რონალდუ წლის ბომბარდირებს შორის არაა

უცხოური მედიაგამოცემა SportBiBle საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს აქვეყნებს, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუს “წარუმატებლობაა” ასახული.

საქმე იმაშია, რომ 2019 წელს კრიშტიანუ რონალდუ 15 საუკეთესო ბომბარდირს შორის არაა.

გთავაზობთ 2019 წლის TOP 15-ეულს: 

15. ტიმო ვერნერი – 22 გოლი 34 შეხვედრაში

14. ლუის სუარესი – 23 გოლი 42 შეხვედრაში

13. დუვან ზაპატა – 23 გოლი 32 შეხვედრაში

12. მუსა დემბელე – 24 გოლი 44 შეხვედრაში

11. ჯეიმი ვარდი – 24 გოლი 31 შეხვედრაში

10. ვისამ ბენ იედერი – 25 გოლი 41 შეხვედრაში

9. პიერ ემერიკ ობამეიანგი – 25 გოლი 41 შეხვედრაში

8. ჩირო იმობილე – 25 გოლი 39 შეხვედრაში 

7. სადიო მანე – 27 გოლი 42 შეხვედრაში

6. რაჰიმ სტერლინგი – 27 გოლი 42 შეხვედრაში

5. სერხიო აგუერო – 29 გოლი 39 შეხვედრაში

4. კილიან მბაპე – 32 გოლი 35 შეხვედრაში

3. კარიმ ბენზემა – 33 გოლი 44 შეხვედრაში

2. ლიონელ მესი – 39 გოლი 42 შეხვედრაში

1. რობერტ ლევანდოვსკი – 45 გოლი 42 შეხვედრაში

კრიშტიანუ რონალდუს 2019 წელს 18 გოლი აქვს გატანილი 33 შეხვედრის განმავლობაში, როგორც ხედავთ აღნიშნული შედეგით ის საუკეთესო 15-ეულში ვერ მოხვდა.

 

კრიშტიანუ რონალდუ წლის ბომბარდირებს შორის არაა

| ფეხბურთი |
სტატიის ავტორი
-