კრიშტიანუ რონალდუმ ახალი მანქანა შეიძინა

უცხოური მედიაგამოცემა SportBible ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსოფლიო ფეხბურთის პორტუგალიელმა ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდუმ ახალი “სუპერმანქანა” შეიძინა.

35 წლის ფეხბურთელის შენაძენი “ბუგატის” ფირმის ერთ-ერთი უკანასკნელი მოდელია, რომლის ფასიც 8.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

კრიშტიანუ რონალდუმ ახალი მანქანა შეიძინა 1

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ აღნიშნულ საკითხში კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვის საუკეთესოს ეძებს და ითხოვს, შესაბამისად საკმაოდ რთულია, რომ ავტომობილმა მისი გემოვნება და სურვილები სრულიად დააკმაყოფილოს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა პორტუგალიელს დროებით მაინც პრეტენზიები ვერ ექნება – ავტომობილი 100 კილომეტრ საათს 2.4 წამში ავითარებს.

 

კრიშტიანუ რონალდუმ ახალი მანქანა შეიძინა

სტატიის ავტორი
-