კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა!

27 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც “იუვენტუსი” “ვალენსიას” შინ დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩი მნიშვნელოვანი გამოდგა პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის – კრიშტიანუ რონალდუსთვის, რადგან მან მორიგი რეკორდის დამყარება შეძლო. კერძოდ, კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი მოიგო.

 

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა!

სტატიის ავტორი
-